ბათუმის საქალაქო სასამართლოში,,იაფი სახლის“ საქმეზე პროცესი განახლდა. მოსამართლე მხარეთა შესავალ სიტყვას მოისმენს. მერიისა და მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩიანოსნების საქმეზე ვერდიქტი საბოლოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უნდა გამოიტანოს.
,,საპროტესტო აქციები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მივიღო. საკმაოდ რთული საქმეა, რადგან საქმე ეხება ფინანსურ გარემოებას. საუბარია 7 მაღალინოსანზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან და მართავდნენ ქალაქს. საქმისადმი ინტერესი მაღალი“- განაცხადა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
სასამართლო პროცესს რომელიც ერთი საათის წინ დაიწყო, შვიდივე ბრალდებული ესწრება.