სამძებრო ოპერაციის 12 დღე

28 აგვისტო 2016, 00:00 2807 ნახვა

დაკარგული სამხედროების ძებნა კვლავ გრძელდება.  იაგო შარაძისა და გიორგი ნანიტაშვილის პოვნა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყებიდან მეთორმეტე დღესაც ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები, გონიოდან ბათუმის პორტამდე მონაკვეთში ტარდება. ოპერაციაში კვლავ მონაწილეობს ვერტმფრენი. ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის მამა აცხადებს, რომ გუშინ გვიან ღამით ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა, რომელმაც ძებნის ოპერაციის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი