გიორგი მიქაუტაძეს კითხვები სისხლის სამართლის საქმეზეც დაუსვეს

03 აგვისტო 2019, 15:03 1364 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე, პასუხის გაცემა მასთან დაკავშირებულ სისიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოუხდა.   იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის,  ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე საპასუხოდ მან თქვა, რომ საქმე არ დახურულა, მიზეზი კი  არასრუწლოვანი  მოწმის საგამოძიებო უწყებაში   გამოუცხადებლობაა. ხაჭაპურიძისა და ჩხაიძის ადვოკატი  ამბობს, რომ   მისი დაცვის ქვეშ მყოფები  პოლიტიკურ დევნილობაში არიან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად,  პროკურატრას დისტანციური წესით  არასრულწლოვანი ამ დრომდე არ დაუკითხავს და  მოწმე არც დაზარალებულად არის ცნობილი. პაატა დიასამიძის თქმით,  არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გიორგი მიქაუტაძის დანაშაულს ადასტურებენ.  საქმე ეხება 2016 წლის 26 ავისტოს გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტს. ხაჭაპურიძე და ჩხაიძე გიორგი მიქაუტაძეს  არასრულწოვანის ცემაში სდებდნენ ბრალს,   ისინი კი ხელვაჩაურის სასამართლომ        მოსამართლის მიმართ  მუქარაში დაადანაშაულა .

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი