თბილისის ,,დინამო’’ შემდეგ ეტაპზეა , ''ჩიხურა’’ ვერ გავიდა

02 აგვისტო 2019, 00:40 2029 ნახვა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორები მატჩები დასრულდა, სადაც 2 ქართული კლუბი ასპარეზობდა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა თბილისის ,,დინამომ’’. დედაქალაქელებმა ''დინამო არენაზე’’ აზერბაიჯანული ,,გაბალა’’ მიიღეს და 3-0 დაამარცხეს. 68-ე წუთზე ლევან შენგელიამ ანგარიში გახსნა. 88-ე წუთზე შენგელიამ დუბლი გაიფორმა და ,,დინამო’’ ორბურთიანი სხვაობით წინ გაიყვანა. 93-ე წუთზე თბილისელთა ლეგიონერმა კვამე კარიკარმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ,,დინამომ’’ ორი მატჩის ჯამში ,,გაბალა’’ 5-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე 8 აგვისტოს ჰოლანდიაში ,,ფეინოორდს’’ დაუპირისპირდებიან.

საჩხერის ,,ჩიხურა’’ შოტლანდიაში  ადგილობრივ ,,აბერდინთან’’ განმეორებით მატჩში დიდი ანგარიშით 5-0 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში საჩხერლებმა 6-1 წააგეს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშნენ.

ჩემპიონთა ლიგას გამოთიშული ,,საბურთალო’’ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას. საქართველოს ჩემპიონი 6 აგვისტოს სომხეთში ,,არარატ არმენიას’’ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში