40 ოჯახი კორპუსში ნაგვის ბუნკერის გაუქმებას ითხოვს, 8 კი წინააღმდეგია - ახმეტელის ქუჩაზე პოლიციაც მივიდა

01 აგვისტო 2019, 12:35 1743 ნახვა

ბათუმში, ახმეტელის ქუჩის #9 მოქალაქეები ნაგვის შიდა ბუნკერი გაუქმებას ითხოვენ. 40 ოჯახი თანახმაა, რვა კი წინააღმდეგია.

კორპუსში მცხოვრებლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ბუნკერის გამო კორპუსში ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროს.  

ახმეტელის ქუჩაზე დღეს სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ორგანიზაციის დირექტორი ინფორმაციით, ბუნკერის გაუქმების თაობაზე მერიის განკარგულება არსებობს და ამხანაგობას მისი აღსრულებისთვის გონივრული ვადა მიეცა.

დავით დუმბაძე აცხადებს, რომ ნაგვის ბუნკერი გაიწმინდება და დაილუქება.

პროცესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა დღეს აჭარის მაუწყებელთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა თქვეს, რომ ბუნკერის გაუქმებას კორპუსის მოსახლეობის 100 პროცენტიანი თანხმობა სჭირდება.

უსაფრთხოების მიზნით უბნის გამგებელმა ახმეტელის ქუჩაზე დღეს სამართალდამცავებიც გამოიძახა.

ძველ აშენებულ კორპუსებში ნაგვის შიდა ბუნკერები იყო, მაგრამ უკვე წლებია ის დალუქულია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი