რიგები სარფის საბოჟოზე. თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს საათობით რიგში დგომა უწევთ. რამ გამოიწვია შეფერხება? - ჩვენი რეპორტიორი ბექა რომანაძე დილიდან საბაჟოს თურქულ მხარეს იმყოფებოდა და მიზეზების გარკვევას ცდილობდა. მან მოახერხა ტელეფონით გადაეღო ფოტოები და ვიდეო კადრები. საბაჟოს ქართულ მხარეს შეფერხება არ არის.