ბათუმში სამი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს

31 ივლისი 2019, 11:26 10198 ნახვა

ბათუმში გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია სამი მამაკაცი. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ახალგაზრდებს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. 

შემთხვევა არდაგანის ტბის მიმდებარედ, სანაპიროზე მოხდა. 

''ხმაური იყო, ახალგაზრდები ჩხუბობდნენ. შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი.  უწყების ინფორმაციით ის დაკავებული არ არის.

დაჭრილები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი