პროკურატურამ ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომში მუშაობდა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს.