ცენტრალური მაგისტრალი გარე-განათების გარეშე და ჩაბნელებული გზით გამოწვეული საფრთხე - ასეთია ქედის ცენტრთან მისასვლელი რამდნეიმეკილომეტრიანი მონაკვეთი . აღმოჩნდა, რომ ასეთი ვითარება ასეთად კიდევ დიდხანს დარჩება, რადგან წელს არც ადგილობრივი მერია და არც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოძების მონტაჟს და გზის განათებას არ გეგმავს.
წელს მხოლოდ ქობულეთის შემოვლითი გზის განათება იგეგმება, რომელიც ასევე ჩაბნელებული და საფრთხის შემცველია.