სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დირექტორმა ზვიად უნგიაძემ თანამდებობა დატოვა. იგი აღნიშნულ თანამდებობას 6 წლის განმავლობაში იკავებდა.
მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დირექტორს კლუბის წევრებთან დაპირისპირება ჰქონდა.
შეგახსენებთ, წელს ბათუმის სარაგბო კლუბი 17 წლის შემდეგ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.