ერთი თვის განმავლობაში საკურორტო ზონებში შემოწმებული 151 საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან, 12-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ორგანიზაცია ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივ კვების ობიექტებს ამონიტორინგებს. როტაციის პრინციპით, კვების ობიექტები თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს.
დარღვევების დაფიქსირების შედეგად, სააგენტომ რამდენიმე ბიზესსოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნაწილს კი შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.
შემოწმებისას ყურადღება ექცეოდა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას.
სააგენტოში ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს.