NBA-ს ლეგენდა დირკ ნოვიცკი საქართველოში ჩამოდის

30 ივლისი 2019, 11:14 2210 ნახვა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ჩამოდის. 41 წლის ლეგენდარული გერმანელი, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიას ესტუმრება და ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდება.

შეხვედრა 3 აგვისტოს 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დირკ ნოვიცკი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში 1998 წლიდან 2019 წლამდე ,,დალას მავერიკსის’’ ღირსებას იცავდა. ნოვიცკი 2011 წელს ენ ბი ეის ჩემპიონი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დირკი და ზაზა 2015-2016 წლების სეზონში ,,დალასში’’ თანაგუნდელები იყვნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში