''ღამის სერენადები'' იწყება

27 აგვისტო 2016, 00:00 3104 ნახვა

უკვე მერვედ ბათუმი ''ღამის სერენადებს'' მასპინძლობს. ფესტივალი წელს საიუბილეოა და იგი მისი დამფუძნებლის და სამხატვრო ხელმძღვანელის, ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძის 70 წლისთავს ეძღვნება. ბათუმის გარდა ღამის  სერენადებს ანაკლია  და  დედაქალაქიც უმასპინძლებს. უკვე ბათუმში არიან ფესტივალის მონაწილეები, ცნობილი ესპანელი დირიჟორი ცეზარ ალვარესი, მევიოლინე ალექსეი ლუდევიკი, აიმან მუსახოჯაევა და ვიქტორ ტრეტიაკოვი. ფესტივალის  გახსნის დღეს თავად ლინა ისაკაძე დაუკრავს. ღონისძიება სასტუმრო ჰილტონის  დარბაზში 20 საათზე  დაიწყება.    

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი