თი ბი სი ბანკის საქმე

28 ივლისი 2019, 19:30 1300 ნახვა

პოლიტიკური ანგარიშსწორება, თუ ფინანსური დანაშაული. თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, პროკურატურა 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ედავება და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  სასამართლომ, უკვე შეუფარდა 700-700 ათასი ლარის სახით გირაო და  პროკურატურის თანხმობის გარეშე, შეუზღუდა  ქვეყნიდან გასვლის უფლება.

პროცესი იმთავითვე პოლიტიკურად შეფასდა. ეს შეფასება კი უფრო არგუმენტირებული მას შემდეგ გახდა, რაც 9 ივლისს ხაზარაძემ,  ოც-ოცდაერთ ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე დაანონსა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ დააფუძნებდა. „თიბისის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა გამოძიების დაწყების შესახებ ცნობილი მხოლოდ იანვარში გახდა.

ირკვევა, რომ სწორედ გამოძიების პროცესში  უსმენდნენ 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს, მათ შორის "ტვ პირველის" დამფუძნებელს და ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. ხაზარაძე პირობას დებს, რომ სისტემას აუცილებლად შეცვლის და სამართლიანობას აღადგენს, არამარტო თი ბი სი ბანკის საქმეში.  წინასასამართლო სხდომა საქმეზე, 12 სექტემბერს ჩაინიშნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში