სურთ საქმიანობა შეგვიზღუდონ, გამოგვიყვანონ წონასწორობიდან, ეს არ მოხდება - ბადრი ჯაფარიძე 

26 ივლისი 2019, 19:33 1432 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქვეყნისთვის მომავლისთვის ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება, რომ არასდროს, სხვას, მსგავსი დაუმსახურებელი ბრალდება არ წაუყენონ. 

''განსხვავებით პროკურატურისგან თუ მტკიცებულება არ მაქვს მე ბრალს არ ვდებ არავის. ფაქტია და ჩანს პირდაპირ, რომ აქ არ არის სამართლის დადგენის ან თუნდაც სამართლიანობის გარკვევის, ან ფაქტების დადგენის სურვილიც არ ჩანს.

აქ არის გამოკვეთილად, რომ ამ ორ ადამიანს როგორმე შევუზღუდოთ საქმიანობა, გამოგვიყვანონ წონასწორობიდან. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. დღეს რაც მოვისმინე ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ბრძოლა, რომ ესეთი ბრალდებები არავისთვის არ უნდ იქნეს წარდგენილი. ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ გვინდა რომ ეს ვაქციოთ პრეცედენტად, რომ იყოს ბოლო შემთხვევა'' - უთხრა სასამართლოს სხდომიდან გამოსულა ბადრი ჯაფარიძემ ჟრნალისტებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად 700 000- 700 000 ლარის გირაო შეუფარდა. ორივე მათგანს ასევე საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ პროკურატურის ნებართვით ექნებათ.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი