ხაზარაძე-ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

26 ივლისი 2019, 19:19 2254 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად 700 000- 700 000 ლარის გირაო შეუფარდა. ორივე მათგანს ასევე საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ პროკურატურის ნებართვით ექნებათ.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი