რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:50 საათზე, ამბროლაურთან მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.