ლარის მორიგი ანტირეკორდი, კომერციულ ბანკებში ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში უკვე 3 ლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის დღევანდელი ინფორმაციით ხვალ, ლარის ოფიციალური კურსი, 2 ლარი და 93 თეთრი იქნება.
სავალუტო ჯიხურებში კურსი 2,93-2,94 შორის მერყეობს, კურსის ზრდა საწვავის, მედიკამენტების და პროდუქტების ფასზე მოქმედებს და მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.