ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - პროკურატურა გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს

26 ივლისი 2019, 15:23 1917 ნახვა

მილიონ-მილიონი ლარის გირაო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებისთვის.  ბრალდებულების  ადვოკატის პოზიციაა, რომ გამოყენებული არ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა. პროკურატურამ დღეს, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სხდომა ერთ საათში უნდა დაიწყოს.  დღეს გახდა ცნობილი, რომ პარლამენტში შესაძლოა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელონ. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი