ლარი დოლართან მიმართებაში ანტირეკორდს ამყარებს. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად ორი ლარი და 99 თეთრი დაგჭირდებათ.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის გაყიდვა - 2,89 ლარადაა შესაძლებელი, ყიდვა კი 2.99.
„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 2,985 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,895 ლარად არის შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2, 9171 ღირს.
ერთი ევროს ღირებულება კი 3,2496 ლარია.
ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-ან ნიშნულს პირველად გადააბიჯა.
განსხვავებული მონაცემებია სავალუტო ჯიხურებშიც.