უგზოდ დარჩენილი ოჯახები ქედაში - ასეთი რამდენიმე სოფელი გადაიღო ილონა შავლიძემ, მათ შორისაა ჭალახმელა და სიხალიძეები. ოჯახებს მძიმე ტვირთის სახლებამდე მიტანა ხელით უხდებათ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
სახლებამდე ვერ აღწევს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ქედის მერიას მსგავსი ოჯახების ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რიცხვი შემცირებულია. რას გეგმავენ სიხალიძეებსა და ჭალახმელაში მცხოვრები ოჯახებისთვის?