600 000 ევრო რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის - მთავრობის პროექტი

25 ივლისი 2019, 18:27 1247 ნახვა

ტურისტული პროექტი, რომელმაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  პროექტის მიხედვით მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებისთვის, გამოყოფს 600 ათას ევროს, რაც საშუალებას მიცემს რამდენიმე ათას რუს ტურისტს, ერევნის გავლით საქართველოში შემოვიდეს.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში, რადგან ამ პროგრამით მათი მოსაზრებით საქართველოს მთავრობა რევერანს უკეთებს რუსეთს. ხელისუფლებაში მოსაზრებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პროექტის პოლიტიკურ ჭრილში განხივლა მიუღებელია და მიზანი ტურისტული სეზონის განვითარებაში დახმარებაა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში