„მუსიკა სულის პოეზიაა“- ამ სახელწოდების საიუბილეო საღამო გაიმართა ქედის კულტურის სახლში. საღამო ლოტბარ ტარიელ მამალაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. იგი სამუსიკო საქმიანობას 43 წელია ეწევა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ანსამბლი „ელესა“, რომელიც არა ერთი ჯილდოს მფლობელია. ტარიელ მამალაძე საპატიო ქედელის წოდებას ატარებს.
კონცერტში ანსამბლები ,,ელესა“, ,,იაგუნდი“, ,,ბეთლემი“, ,,ფესვები’, ,,მოყვარე“ მონაწილეობდნენ. ღონისძიება ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ქედის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.