,,საბურთალო’’ გამოცდილ ზაგრების ,,დინამოსთან’’ დამარცხდა

23 ივლისი 2019, 23:31 2584 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მიხეილ მესიხის სახელობის სტადიონზე  თბილისის ,,საბურთალო’’ 0-2 დამარცხდა ზაგრების ,,დინამოსთან’’. მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი თამაშით წარიმართა. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეტევებს მოუმატეს და 67-ე წუთზე ორსიჩმა გაიტანა , შემდეგ კი გაგი მარგველაშვილმა თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია და ჩეხმა არბიტრმა ,,საბურთალოს’’ კარში თერთმეტრმეტრიანი დანიშნა. 78-ე წუთზე პეტკოვიჩმა თერთმეტრეტრიანის რეალიზება მოახერხა და ხორვატები ორბურთიანი სხვაობით წინ გაიყვანა.
განმეორებითი შეხვედრა ზაგრებში 30 ივლისს გაიმართება. ზაგრების ,,დინამოს’’ სტადიონს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ,,საბურთალოსთან’’ შეხვედრას მაყურებლის გარეშე უმასპინძლებს.
ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში თბილისელებს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ,,ვალეტასა’’ და ,,ფერენცვაროშს’’ შორის გამარჯვებული შეხვდება.
ხოლო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გამოთიშვის შემთხვევაში დედაქალაქელები ევროპა ლიგზე გააგრძელებენ ასპარეზობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში