კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მსაერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

23 ივლისი 2019, 18:02 1325 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს რუსთავი 2-ის მფლობელს უზრუნველყოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა, განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში