ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.88 ლარია. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი რამდენიმე თეთრით მაღალია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარი და 23 თეთრია. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს, 17 საათზე, გამოაქვეყნებს.
პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ამ პროცესებმა ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა განაპირობოს.