ქედაში არსებული სპორტული მოედანი, რომლის აშენებისთვისაც წინა ხელისუფლების დროს 16 ათასი ლარი დაიხარჯა, ახალმა ხელისუფლებამ დაანგრია. არგუმენტი - ეკომიგრანტთა საცხოვრებლის მშენებლობაა, ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებას უფუნქციო სტადიონი ხელს შეუშლიდა.
საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირიქით - ირწმუნებიან, რომ სოფელში მოედანი ხალხის მოთხოვნის საფუძველზე მოეწყო. რას ამბობს ხალხი და რა მოხდა რეალურად.