ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ვაკანტური პოზიცია ასლან შაინიძემ დაიკავა. ახლად დანიშნული მოადგილე ხულოში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია.
მანამდე ის შპს „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე იყო სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ასლან შაინიძე მუშაობას მერიაში სოციალური და კულტურული მიმართულებით გააგრძელებს. ამბობს რომ მთავარი გამოწვევა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ხულოს მერმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე დღეს წარუდგინა.