აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ პოლონეთში გასტროლით მიემგზავრება. დღეს მოცეკვავეები გენერალურ რეპეტიციას გადიან. „არსიანი“ ბესკიდელი მთიელების 56-ე საერთაშორისო ფოლკლორის კონკურს-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ანსამბლი პოლონეთში ქართული ხალხური ცეკვების პოპურს, მუსიკალურ ნომრებს და მიუზიკლებს შესრულებს. ფესტივალში 20-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა ანსამბლი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ „არსიანი“ ივნისში ბუდაპეშტში გამართული ფესტივალიდან 4 პრიზით დაბრუნდა.