კვარიათში მემიშიშების გამოსახლება გადაიდო

21 ივლისი 2019, 15:10 5179 ნახვა

კვარიათში მემიშიშების ოჯახის  გამოსახლება, ოჯახის წევრის  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დაახლოებით ერთი თვით გადავადდა.  მემიშიშებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემა უკვე წლებია აქვთ,  ადგილზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე და  უფლებადამცველები იმყოფებოდნენ.

მემიშიშები ამტკიცებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, მათი თქმით ქონება მოტყუებით ერთ-ერთმა მევახშემ წლების წინ წაართვა, რომელმაც მოგვიანებით საცხოვრებელი გაყიდა. ახლა ქონების მეპატრონე მათ საცხოვრებლის დაცლას სთხოვს და სხვის ტერიტორიაზე შეჭრაში ადანაშაულებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში