„მზე სოფელში ანათებს“-ქობულეთის მუნიციპალიტეტი საზაფხულო ფესტივალს მასპინძლობს

20 ივლისი 2019, 15:53 4056 ნახვა

სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზაფხულო ფესტივალი იმართება. სოფელ კოხში, ნიგვზნარის ტერიტორიაზე  სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო სცენა, სხვადასხვა დეკორაციები, განათებები.

ფესტივალზე მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ადგილობრივ კულტურასა და საგამოფენო ნივთებს. დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძები, შეიძინოს აქ წარმოდგენილი პროდუქცია, სუვენირები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული და კულინარული შეჯიბრებები.

ღონისძიება გვიან ღამით, ეთნო ჯაზის შემსრულებლების  ჯგუფი „სტუმრების“ კონცერტით დასრულდება.

სოფლის ტურიზმის ფესტივალს ქობულეთის მეორედ მასპინძლობს. გასულ წელს ღონისძიება სოფელ ცხემვანაში გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარით ფინანსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი