რუბრიკა ფრაგმენტები

16 თებერვალი 2025, 18:00 366 ნახვა

კიდევ ერთი ქართული კულტურის ასოციაცია გაიხსნა თურქეთის რესპუბლიკის შავი ზღვის რეგიონში. ქართულ ენასა და კულტურას ამჯერად ქალაქ სამსუნში მცხოვრებ მუჰაჯისრების შთამომავლებს შეასწავლიან.
სწორედ სამსუნში ამოქმედდება დღეიდან ასოციაცია, რომელიც ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლების მონაწილეობით გახსნა.
ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იყო და მას ესწრებოდნენ სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების თავმჯდომარეები, ასევე ადგილობრივები და დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან და აჭარის უმაღლესი საბჭოდან.
ეს რიგით მეოთხე ქართული კულტურის კერაა თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონში, რომელიც მუჰაჯირების შთამომავლებს წინაპრების ენას და კულტურას ასწავლის. ქართული ენის ცენტრების გახსნის მიზანი ქართული ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში