19 საათზე “დაიცავი ძველი ბულვარის“ და საზოგადოება „ბათომის“ წევრები იუნკერების მემორიალთან, აქციას გამართავენ. გადაწყვეტილება მათ რივიერას მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
„საინიციატივო ჯგუფის წევრების -“ განცხადებით, „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი ქალაქის თვითმმართველობამ აუნთონ და უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა –შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი.
მათი თქმით არ გაითვალისწინეს მეცნიერების მოთხოვნა – ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ისტორიული ადგილი და არ მიეცა ინვესტორისთვის ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდეს ეკოლოგების გაფრთხილება – მრავალსართულიანი განაშენიანების საფრთხის შესახებ“. რივიერას მოწინააღმდეგეებმა თავიანთი მოთხოვნები განცხადებაში დააფიქსირეს.