აჭარის მთავრობის ახალი შემადგნელობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღის წესრიგის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რეგიონში მოქმედ რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრებს. დღევანდელ სხდომაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცემა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის, კურორტ ბეშუმში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის.