ტყეში მუშაობისას ორი ადამიანი დაშავდა

26 აგვისტო 2016, 00:00 2308 ნახვა

ხულოში სოფელ თაგოში ტყეში მუშაობისას ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფრომაციით, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა, რომელშიც დაშავებულები  იყვნენ.  ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო სამსახურები და პოლიცია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ბაბუა და შვილიშვილი გუშინვე ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთი პაციენტი სახლში უკვე გაეწერა, ერთი პაციენტი კი მკურნალობის კურსს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი