ვინაიდან შეჩერება მოხსნილია ქიბარ ხალვაში გადაწყვეტილებაში თავისუფალია - იუსტიციის მინისტრი 

18 ივლისი 2019, 12:47 1365 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ''რუსთავი 2-ის წილების გადაფორმების შეჩერება გაუქმებულია და ის არ საჩივრდება. 

''რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლას, შეჩერების ღონისძიება გასაჩივრებას არ ექვემდებარება'' - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის და მისი კომპანიის გადასაწყვეტია როდის მოინდომებს ტელეკომპანიის წილების დაბრუნებას და 2017 წლის 2 მარტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. 

''სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს, ეს მთლიანად არის დამოკიდებული იმ მესაკუთრეზე ტელეკომპანიისა, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით არის ქიბარ ხალვაში და მისი  კომპანია. ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, უკვე ახალ მესაკუთრეს, ვინაიდან შეჩერება მოხსნილია, აქვს თავისი გადაწყვეტილების თავისუფლება. რასაც ალბათ თავად გვეტყვის როგორია ის'' - ამბობს მინისტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში