დავა სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია - თეა წულუკინია ''რუსთავი 2''-ის საქმეზე 

18 ივლისი 2019, 12:32 2070 ნახვა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი ''რუსთავი 2''-ის საქმეზე ბრიფინგს მართავს. მინისტრმა თქვა, რომ დავა სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა. 

მისი თქმით, ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.

''დავა სახელმწიფოს გამარჯვებით, პალატის დონეზე დასრულებულია. ​შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი. ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად რუსთავი ორის ყველა სასარჩელო მოთხოვნა, დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილების და ტვ საქართველოს საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანაშვილების სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს, ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის პრეტენზია'' - თქვა ბრიფინგზე თეა წულუკიანმა. 

''რუსთავი 2'' და მისი მფლობელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში. ინფორმაციას ''ნეტგაზეთი'' ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი