სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეებზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს

18 ივლისი 2019, 09:06 2009 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო სამ ქართულ საქმეზე გადაწყვეტილებებს დღეს, 18 ივლისს, გამოაქვეყნებს. მათ შორისაა ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის საქმე.

გადაწყვეტილება თბილისის დროით 12 საათზე გამოცხადდება.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები) საქმეებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი