ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ტურისტული სეზონი.
აქ ტურისტებს მახუნცეთის ცნობილი ჩანჩქერის გარდა, სხვა მარშრუტებსაც სთავაზობენ - მათ შორისაა მარნები, ციხეები, ისტორიული ხიდები და სხვა, შესაძლოა ნაკლებად პოპულარული, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ჩანჩქერები.