ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა

17 ივლისი 2019, 11:07 1799 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე დაწინაურდა. ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ინდირა მაშანეიშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ. ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში  2016 წლის თებერვლიდან  სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე იყო. ის უვადოდ   2019 წლის 14 თებერვალს გაამწესეს.  

2017 წლიდან მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლევან გელოვანი. ის სისხლის სამართლის არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო. მათ შორის სასტუმრო არმაზის, 11-12 მარტის აქციების, ბოლოს კი მას  ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების  საქმე დაეწერა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილი თანამშრომლების საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორი მოსამართლის წასვლა საქმეების განხილვას არ შეაფერხებს. დავით მამისეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 შტატია თავისუფალი. კონკურსი კი   2 სამოქალაქო და 2 ადმინისტრაციულ მოსამართლის ადგილზე გამოცხადებულია.  

ვინ გადაიბარებს ბათუმის მერიის ყოფილი  მაღალჩინოსნების საქმეს -  დავით მამისეიშვილი ამბობს, რომ საქმე შემთხვევითობის პრინციპით რომელიმე მოსამართლეს დაეწერება. კიდევ ერთი მოსამართლე დაწინაურდა აჭარიდან. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა  კიკალიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმუშავებს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ის გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტის   „მიქაუტაძის საქმის“ -  მოსამართლე იყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი