რა იცვლება ქართული ოცნების რეგიონულ ორგანიზაციაში?

16 ივლისი 2019, 23:53 3577 ნახვა

''ქართული ოცნების'' პარტიულ შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძეს პარტიულ პოსტს ჩააბარებენ - რეგიონული ორგანიზაციის სხდომა ხვალისთვისაა ჩანიშნული. ინფორმაცია ''მთავარს'' პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. თეონა ლალიაშვილი ჯერ კომენტარს, შემდეგ სიტყვიერ განცხადებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით „მთავარის“ სატელოფონო ზარებს საერთოდ აღარ უპასუხა.

თორნიკე რიჟვაძის აჭარის პარტიული ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას მხარს უჭერს პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე , რომელიც აღნიშნულს 2020 წლისთვის სამზადისს უკავშირებს და პარტიული სახეების ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება ოპოზიციას - აქ მოსალოდნელ ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილს უკავშირებს. ამასთან აინტერესებთ - რა დამსახურებისთვის? ასმათ დიასამიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკურ პოზიციებს იმყარებს და ვარაუდობს, რომ შიდა პარტიული დაპირისპირება, რომელიც მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა გაღრმავდა, შესაძლოა კონკრეტული პირების პარტიიდან ჩამოშორებით დასრულდეს. ცნობისთვის „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა და ლიდერმა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში