პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ოპოზიციურ პარტიათა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნაწილი ბათილად ცნო. 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 2 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით წარადგინა.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, მათგან 26 386 ხელმოწერა გაბათილდა, ხელმომწერ პირთა მონაცემებში აღმოჩენილი ხარვეზებისა და უზუსტობების გამო. საუბარია არასწორად მითითებულ სახელსა და გვარზე, დაბადების თარიღზე, პირად ნომერზე, მისამართზე, ტელეფონის ნომერზე, არასწორ ხელმოწერასა და თარიღზე.
საკომიტეტო განხილვისას “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ კომიტეტს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. ცვლილებების პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით – 3%-იანი ბარიერისა და ბლოკების პირობებში უნდა ჩატარდეს.