ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების საპილოტე პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ერთ კვირაში სრულდება ქედის მერიაში. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მთავრობაში 50-მდე წერილია შესული. ბიუჯეტით 73 ათასი ლარია გათვალისწინებული, რითაც წელს მხოლოდ 4 ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდება.