დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს სიმშვიდეა. გუშინ მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაწყებულია და მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები უკვე მუშაობენ -აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია , რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეკლესიიდან უნებართვოდ ხატები გაიტანეს.