გერმანიაში პრეზიდენტთან შეხვედრის დროს 20 ივნისი გააპროტესტეს

15 ივლისი 2019, 13:23 2574 ნახვა

გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, შეხვედრის მონაწილეებმა 20 ივნისი გააპროტესტეს. მათ თვალზე ხელი აიფარეს.    „არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოქალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.

სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!“ - დაწერა ფბ-ზე მირიან გამრეკელაშვილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი