„მეც ძალიან ხშირად გამოვსულვარ დემონსტრაციებზე პარლამენტის წინ. ვფიქრობ, კარგი მესიჯია, რომ მათ სურთ თავისი აზრი გამოთქვან, თუმცა თუ მათ უნდათ მიმართონ საერთაშორისო სტუმრებს, უკეთესი იქნებოდა თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებდნენ, მაგრამ არაუშავს, სავარაუდოდ, ეს საშინაო საქმეები იყო.
როგორც ვიცი, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ახალი საარჩევნო სისტემის შემოღება, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია. უკვე 2020 წლისთვის საქართველოში იქნება განსხვებული ტიპის არჩევნები. შემიძლია წარმოვიდგინო პროპორციული სისტემა და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამ შემთხვევაში იქნება პოლიტიკური მრავალფეროვნება და პოლიტიკური მოძრაობების მრავალფეროვნება, რაც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში. ეს სავარაუდოდ, გააერთიანებს პარტიებს, ოჯახებს და დიდი ალბათობით, გაჩნდება კოალიციის შექმნის აუცილებლობა, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის მოდელი, როდესაც გამარჯვებული სარგებლობდეს მთელი ძალაუფლებით“, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა.