არსებული პრობლემების მიუხედავად საქართველოს იმედისმომცემი მომავალია აქვს - ტუსკი ბიძინა ივანიშვილს

11 ივლისი 2019, 15:33 1935 ნახვა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ''ქართული ოცნება'' ავრცელებს. 

მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ  ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

„ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ქართველი კლასიკოსის ქართულად ციტირებისთვის მადლობა გადაუხადა.

''განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი