დღეს ევროთასებზე კიდევ სამი ქართული კლუბი იასპარეზებს

11 ივლისი 2019, 14:58 2465 ნახვა

დღეს ქართული კლუბები ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.

საქართველოდან ევროპა ლიგაზე  სამი კლუბი-  ქუთაისის ,,ტორპედო’’, თბილისის   ,,დინამო’’ და საჩხერის ,,ჩიხურა’’ გავიდა.

ქუთაისის ,,ტორპედო’’ ყაზახეთში  ‘’ორდაბასს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრას ესტონელი მსაჯების ბრიგადა განსჯის.   მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი  არჩვენებს.

21:00 საათზე თბილისის ,,დინამო’’   ანდორულ ,,ენგოდანს’’ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს. ,,დინამო არენაზე’’ გასამართ შეხვედრას დანიელი არბიტრები მოემსახურებიან.  ამ მატჩის ნახვაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით იქნება შესაძლებელი.

მესამე ქართული კლუბი საჩხერის ‘’ჩიხურა’’ სტუმრად   ლუქსემბურგში ადგილობრივ ,,ფოლას’’ დაუპირისპირდება. შეხვედრას აზერბაიჯანელი არბიტრები განსჯიან.  მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 18 ივლისს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში