ხვალ და ზეგ ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება. 12-13 ივლისი საქართველოში წვიმიანი იქნება.
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც. ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე კი იქნება 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.