დღის თემაა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, როგორც უკვე შეფასდა დამახინჯებული და ინტერპრეტირებული მონათხრობი საქართველოს ისტორიის შესახებ. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ადანაშაულებს აფხაზეთის ოკუპაციაში, ამასთან ქვეყანა დაადანაშაულა ოსების გენოციდში. რუსეთის პირველმა პირმა ისტორიის საკუთარი ვერსია ჟურნალისტებს გუშინ მოუთხრო და თქვა რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში „არავითარი საქართველო არ ყოფილა.“
საზოგადოების ნაწილი დღის ბოლომდე ოფიციალური თბილისის ოფიციალურ განცხადებებს ელოდებოდა - ასეთი საგარეო უწყებას, რომელმაც სხვათაშორის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, არაფერი გაუვრცელებია. ქვეყნის პირველმა პირებმა კომენტარები გააკეთეს ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.